logo
ENG



"გადადგეს ღარიბაშვილი" - აქტივისტების პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან

20 ივლ 202122:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/20/5ddruf0nxsac4h9.png

"გადადგეს ღარიბაშვილი", "დაისაჯონ დამნაშავეები" ამ წარწერებით და გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სურათით სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა გაანათეს.

აქტივისტებმა პერფორმანსით კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პროტესტი და 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. 

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.


close დახურვა